ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქვენობნის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ბუკნარის ცენტრიდან ჯიკვნარას უბნის მიმართულებით, გზის 750-მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო.
სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.