გიტანას ნაუსედა: სალომე ზურაბიშვილო, გამაგრდი

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა „გამჭვირვალობის კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შესახებ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„საქართველო იმსახურებს უკეთესს. დამოუკიდებლობის აღნიშვნიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში, ეს კანონი დემოკრატიული ღირებულებების საშიში დარღვევაა. ქვეყანას ეს ევროპისგან აშორებს. ლიეტუვა ყოველთვის მხარს დაუჭერს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოსა და მის ხალხს. სალომე ზურაბიშვილო, გამაგრდი“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი X-ზე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები