გიორგი ასანიძე: იმედი მაქვს, რომ მიუხედავად თავისი სირთულისა, ეს ოლიმპიადა იქნება უფრო წარმატებული

პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად ქართველ სპორტსმენთა ნაწილი საფრანგეთში გაემგზავრა.

როგორც საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე აღნიშნავს, გარკვეული სირთულეების მიუხედავად, წლევანდელ ოლიმპიადაზე წარმატებული ასპარეზობის მოლოდინი აქვს.

“იმედი მაქვს, რომ მიუხედავად თავისი სირთულისა, ეს ოლიმპიადა იქნება უფრო წარმატებული. ასე გვჯერა გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მაღალი ხარისხის გუნდია. რაც შეეხება ძალოსნებს – ჩვენ არ დავარღვევთ ტრადიციას – ჯერ, რაც მთავარია, ოქრო, და შემდეგ, როგორც წინა ოლიმპიადაზე, თუ გავალამაზებთ სხვადასხვა მედლებით, ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია იქნება”,- აღნიშნა ასანიძემ.

პარიზის ოლიმპიადა ოფიციალურად ხვალ გაიხსნება.

საქართველო ოლიმპიადაზე 10 სპორტის სახეობაში 28 სპორტსმენით წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები