რიჩარდ რამირესი, იგივე „ღამის სტალკერი“

რიჩარდ რამირესი, ცნობილი როგორც „ღამის სტალკერი“, იყო ამერიკელი სერიული მკვლელი, მოძალადე და ქურდი, რომელიც სამხრეთ კალიფორნიას 1980-იანი წლების შუა პერიოდში ატერორებდა. მისმა სასტიკმა დანაშაულებმა საზოგადოებაზე წარუშლელი კვალი დატოვა.

რიკარდო ლეივა მუნიოს რამირესი დაიბადა 1960 წლის 29 თებერვალს, ტეხასის შტატში, ელ-პასოში. მას პრობლემური ბავშვობა ჰქონდა, რომელიც ძალადობითა და ნარკოტიკებით იყო სავსე. მისი უფროსი ბიძაშვილის წყალობით – ვიეტნამის ომის ვეტერანის, რომელიც ომის დროს ჩადენილი სასტიკი ქმედებებით ტრაბახობდა – რამირესს ძალადობა და მკვლელობა აღაფრთოვანებდა.

რამირესმა აქტიური მოქმედება დაიწყო 1984 წელს და გააგრძელა 1985 წლამდე, მის დაპატიმრებამდე. ის ადამიანებს სახლებში უვარდებოდა, რა დროსაც საშინელი მკვლელობებს, სექსუალური ძალადობასა და ძარცვას ჩადიოდა. მისი მეთოდები სასტიკი და მრავალფეროვანი იყო, მათ შორის, სროლა, დანის დარტყმა,  მსხვერპლთა დახრჩობა და ა.შ. რამირესისთვის სულერთი იყო მსხვერპლის ასაკი, სქესი ან ეთნიკურობა. ის კლავდა ყველას, ვინც გზაზე გადაეღობებოდა.

რამირესი სახლებში ხშირად ჩაკეტილი ფანჯრებიდან ან კარებიდან შედიოდა და ძილში თავს ესხმოდა თავის მსხვერპლს. ზოგჯერ ის ტოვებდა სატანისტური სიმბოლოებს დანაშაულის ადგილზე და ეშმაკისადმი საკუთარ სიმპათიებსაც გამოხატავდა. ამიტომ შეარქვეს მას „ღამის სტალკერი“. მისი უნარი – ყოველ ჯერზე წარმატებით გადარჩენოდა დაჭერას – კალიფორნიაში განსაკუთრებულ შიშსა და პანიკას იწვევდა.

რამირესი საბოლოოდ დააკავეს 1985 წლის 31 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ ლოს-ანჯელესის მაცხოვრებლების ჯგუფმა იგი ამოიცნო და პოლიციის მოსვლამდე შეიპყრო. მისმა დაპატიმრებამ შეშინებულ საზოგადოებას შვება მოუტანა და სასამართლო პროცესიც მედიის სენსაციად იქცა. 1989 წელს რამირესი გაასამართლეს მკვლელობის 13, მკვლელობის მცდელობის 5, სექსუალური ძალადობის 11 და ქურდობის 14 საქმეში. მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს და დარჩენილი სიცოცხლეც განაჩენის აღსრულების მოლოდინში გაატარა.

რიჩარდ რამირესი გარდაიცვალა ლიმფომასთან დაკავშირებული გართულებებით, 2013 წლის 7 ივნისს, სან კვენტინის შტატის ციხეში, სიკვდილით დასჯის მოლოდინში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები