ევროკომისიის პრეზიდენტი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

ევროკომისიის პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ ევროკავშირისკენ მისწრაფებებს მხარი ხელახლა დაუჭიროს.

„ქართველ ხალხს უმრავლესობით სურს ევროკავშირში გაწევრიანება. მაგრამ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას, ხელახლა დაუჭიროს მხარი ევროკავშირისკენ მისწრაფებებს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები