პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას ავტოკოლონას პეტარდა ესროლეს

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას ავტოკოლონას ე.წ. პეტარდა ესროლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

შემთხვევა ადგილობრივი დროით საღამოს 21:00 საათზე მოხდა, როდესაც პრეზიდენტი ვიზიტიდან ბრუნდებოდა. დუდას ავტოკოლონამ კოლას რაიონის სოფელ კეშეტაში გაიარა, სადაც მამაკაცმა მანქანას პეტარდა ესროლა.

მომხდარის შესახებ ადგილობრივ პოლიციას სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა აცნობეს, რომლებმაც დამნაშავე მალევე დააკავეს. დაკავებული 39 წლის კაცი აღმოჩნდა რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის ამჟამად კოლოს პოლიციის განყოფილებაშია განთავსებული.

მედიის მიერ გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულს პედარტით „ჩიტების შეშინება სურდა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები