პაპუა-ახალ გვინეაში სამი დღის წინ მომხდარმა მასიურმა მეწყერმა 2000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, – ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
გაეროს ინფორმაციით, მეწყერს 670 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა, ქვეყნის კატასტროფების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 2000-ზე მეტია.
გამოცემის ინფორმაციით, მეწყერის ზონა კვლავ აქტიურია და რისკის ქვეშ კიდევ 7 900-მდე ადამიანია.
„მეწყერის ზონა ძალიან არასტაბილურია, რეგულარულად გვესმის დიდი აფეთქებები, სადაც მთაა, დიდი ქვები და მიწის მასა ჩამოდის“, – აღნიშნა ენგას პროვინციის კატასტროფების კომიტეტის თავმჯდომარემ, სანდის ცაკამ.
ინფორმაციისთვის, მეწყერი გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. რთული რელიეფის გამო, სამაშველო სამუშაოები გართულებულია.