დავით ქართველიშვილი – ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმაზე: დღეს ზურაბიშვილმა ოფიციალურად შეტოპა თავის მშობლიურ ნაცსექტის ოჯახში, სადაც მიღებული დავალების თანახმად, ბელადის ვაკანტური ადგილი უნდა დაიკავოს

„ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი ორბელიანების სასახლესთან, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ გეგმას, სახელწოდებით  – „ქართული ქარტია”, სადაც ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ქართველიშვილი წერს, დღევანდელი მემორანდუმის ხელმოწერით, სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა დარჩა, რომელზეც არჩევნებამდე ალბათ ერთი თვით ადრე წავა – დატოვებს დაკავებულ პოსტს და საკუთარ თავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გამოაცხადებს.
მისივე თქმით, დღეს ზურაბიშვილმა ოფიციალურად შეტოპა თავის მშობლიურ ნაცსექტის ოჯახში, სადაც მიღებული დავალების თანახმად, ბელადის ვაკანტური ადგილი უნდა დაიკავოს.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საერთაშორისო დონეზე სააკაშვილის კრიმინალად საბოლოოდ აღიარების ფონზე, ლიბერალური ფაშიზმის ქოლგის ქვეშ გაცვეთილი პოლიტიკური ცვილის ფიგურების შემკრებ „მამაშად”, დღეს საბოლოოდ ჩამოყალიბდა ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცბიერი და სასტიკი მოღალატე – სალომე ზურაბიშვილი.
დღევანდელი მემორანდუმის ხელმოწერით, მას მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა დარჩა, რომელზეც არჩევნებამდე ალბათ ერთი თვით ადრე წავა – დატოვებს დაკავებულ პოსტს და საკუთარ თავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გამოაცხადებს. ასევე, აუცილებლად წამოაყენებს ერთიანი სიის იდეასაც. როგორც ჩანს, საქართველოსთან მიმართებით, „კოლექტიური ნაცმოძრაობის” იქეთ, აგენტოკრატების კრეატიულობა ვერ ცდება.
დღეს ზურაბიშვილმა ოფიციალურად შეტოპა თავის მშობლიურ ნაცსექტის ოჯახში, სადაც მიღებული დავალების თანახმად, ბელადის ვაკანტური ადგილი უნდა დაიკავოს. მისგან განსხვავებით, საბჭოთა რეჟიმის პირმშო – სააკაშვილიც კი, მიუხედავად თავისი ფაშისტური შიგთავსისა, ვერ იქნებოდა ამ ქვეყნისა და ჩვენს მიმართ ზიზღისა და აუტანლობის ისეთი დოზით გაჟღენთილი, როგორც ეს დაუნდობელი, უსამშობლო ანტიქართველია. ამიტომ მისი საყვარელი ტერმინი – „განსაბჭოება” – თითოეული ჩვენგანის ფიზიკურ მოსპობაზე გადის.
დღეიდან ე.წ. „მესამე ძალის” ველი ოფიციალურად კვლავ ვაკანტურია. „შუაშისტობაზე” პრეტენზიის მქონე ძალები კვლავ თავის ნაცფანჩატურს დაუბრუნდნენ. ეს არის ორბელიანების სასახლედან ერთადერთი პოზიტიური გზავნილი ქართულ საზოგადოებას, რომელსაც კიდევ უფრო გაუადვილდება ოქტომბრის ბოლოს სწორი არჩევანის გაკეთება ქართველებსა და საქართველის მოღალატეებს შორის.”- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები