თამთა მეგრელიშვილი: სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთიან პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან და არჩევნებზე ღია დესტრუქციისათვის ემზადებიან – ერთი პატრონისგან მართული ოპოზიცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ერთ ნავში ზის, რაც დღეს ოფიციალურად გაფორმდა! 

სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთიან პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან და არჩევნებზე ღია დესტრუქციისათვის ემზადებიან.
ერთი პატრონისგან მართული ოპოზიცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ერთ ნავში ზის, რაც დღეს პრეზიდენტის საჯარო აღიარებისას ოფიციალურად გაფორმდა! – წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ყველაფერი დადასტურდა და ოპოზიციის საერთო საარჩევნო სიას პოლიტიკურად პრეზიდენტი ამართლებს, რითაც მან ქვეყანას კიდევ ერთხელ უღალატა.
“გამჭვირვალობის კანონი” არის მამხილებელი აქტი რომელმაც ჯერ კიდევ ძალაში შესვლამდე მოახერხა და გამოააშკარავა “ომის პარტიისა” და მათი მოკავშირეების ანტისახელმწიფოებრივი მიზნები.
ამ ანტიპოლიტიკურ თამაშში პოლიტიკის სახელითა და მისი სტატუსით – პრეზიდენტი, ჩართულია სალომე ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთიან პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან და არჩევნებზე ღია დესტრუქციისათვის ემზადებიან.
ერთი პატრონისგან მართული ოპოზიცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ერთ ნავში ზის, რაც დღეს პრეზიდენტის საჯარო აღიარებისას ოფიციალურად გაფორმდა!
ის რასაც მმართველი გუნდი სულ რამდენიმე თვის წინ ამბობდა ფაქტებით დადასტურდა, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური სპექტრის სამართავად ხელში სადავეებს იღებს და მის სტატუსს-  პრეზიდენტი ანტისახელმწიფოებრივად იყენებს. სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შემდეგ ის  პრეზიდენტია, რომელმაც ქვეყნის მოღალატეობით საკუთარი ქვეყნის პოზიცია ჯერ მისი შვილების ინტერესებისათვის ახლა კი  საკუთრივ ოპოზიციური პარტიების ანტისახელმწიფოებრივი ერთობისათვის გაყიდა.
ყველაფერი დადასტურდა, ოპოზიციის საერთო საარჩევნო სიას პოლიტიკურად პრეზიდენტი ამართლებს და პროცედურულად საშუალება რომ მისცენ ხელსაც თავად მოაწერს.
პრეზიდენტმა უკვე მერამდენედ ქართულ სახელმწიფოს უღალატა!
ამ ფონზე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ამომრჩეველთა უმრავლესობას არჩევნებზე გადაწყვეტილების მიღება გაუადვილდება, და პრეზიდენტის ასეთ პოლიტიკურ ფერისცვალებას ისტორია მოღალატეობას დაარქმევს.” – წერს მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები