სტოლტენბერგი: უკრაინის პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა გააუქმონ იარაღის გამოყენების აკრძალვა რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დასარტყმელად

უკრაინის პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა გააუქმონ იარაღის გამოყენების აკრძალვა რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დასარტყმელად, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, როდესაც ხარკოვის რაიონში, საზღვრის მახლობლად ბრძოლები მიმდინარეობს, უკრაინისთვის იარაღის გამოყენების აკრძალვა რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ, მათ თავდაცვას ართულებს. ამავდროულად, NATO-ს გენერალურმა მდივანმა გააკრიტიკა ევროპული ქვეყნები იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.

„ევროპელი მოკავშირეები უკრაინას მილიონ საარტილერიო ჭურვებს დაჰპირდნენ, მაგრამ ჩვენ მსგავსი არაფერი გვინახავს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

როგორც NATO-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, ალიანსმა სურს, რომ თავიდან აიცილოს პირდაპირი დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან.

„ჩვენ ვატარებთ წვრთნებს, ვაწვდით უკრაინას იარაღს, საბრძოლო მასალას, მაგრამ არ მივიღებთ უშუალო მონაწილეობას სამხედრო ოპერაციებში უკრაინაში ან NATO-ს ტერიტორიიდან. ასე რომ, ეს სხვა საკითხია. NATO უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები