ბათუმის საკრებულომ ქალაქის მერის განცხადება დააკმაყოფილა

   ბათუმის საკრებულომ ქალაქის მერის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე დააკმაყოფილა. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციებმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს და პროცესი ზეწოლად შეაფასეს. ბათუმის ყოფილმა მერმა ჯემალ ანანიძემ დეპუტატების გადაწყვეტილება მოიწონა და მათ მადლობა გადაუხადა.
„ვფიქრობდი, რომ საკრებულო სწორად გაიგებდა ჩემს განცხადებას თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე, მე მათ მადლობას ვუხდი თანადგომისა და მხარდაჭერისათვის“,- განაცხადა ჯემალ ანანიძემ არჩევნებამდე.
ბათუმის მერის მოვალეობას ვიცე- მერი გიორგი ერმაკოვი შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები