რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი პოკროვსკი დაბომბეს – დაღუპულია ცოლ-ქმარი, მათი 10 წლის შვილი დაშავებულია

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონში ქალაქ პოკროვსკი დაბომბეს, რასაც ორი ადამიანი შეეწირა, ორი დაშავდა.

პროკურატურის ცნობით, “ისკანდერის” ტიპის რაკეტა კერძო სახლს მოხვდა.

მომხდარის შედეგად, დაღუპულია 52 წლის მამაკაცი და მისი 42 წლის მეუღლე, მათი 10 წლის შვილი კი დაშავდა.

გარდა ამისა, დაშავდა მათი 24 წლის მეზობელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები