დუმბაძე არ გამორიცხავს, მესამე პოლიტიკურ ძალას უხელმძღვანელოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე არ გამორიცხავს, მესამე პოლიტიკურ ძალას ჩაუდგეს სათავეში. აღნიშნული განცხადება დუმბაძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. პარლამენტის წევრმა პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად ალიანსის შექმნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი არაფერი იგეგმება.
„ამ ეტაპზე, პრეზიდენტთან ერთად არანაირი ალიანსის შექმნაზე საუბარი არ არის. ალიანსები, პარტიები, კოალიციები, ეს ყველაფერი მომავლის საქმეა. მე უფლებამოსილებას დამოუკიდებელი დეპუტატის და საქართველოს პარლამენტის ვიცე – სპიკერის რანგში ვახორციელებ. რაც შეეხება მესამე პოლიტიკურ ძალას, ამისი მოთხოვნა ნამდვულად იკვეთება და გამორიცხული არაფერია. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს. არ გამოვრიცხავ, მესამე პოლიტიკურ ძალაში აღმოვჩნდე. მოსახლეობა ითხოვს მესამე პოლიტიკურ ძალას. ეს ჩვეულებრივი ამბავია. პოლიტიკაში ყველაფერი შესაძლებელია “, – აღნიშნა მურმან დუმბაძემ „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები