ირანში, ვერზეგანის რაიონში 19 მაისს ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაცია ირანის ვიცეპრეზიდენტმა, მოჰსენ მანსურმა დაადასტურა.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, „ჩვენ ალაჰს ვეკუთვნით და ჭეშმარიტად დავუბრუნდებით მას“, – დაწერა მანსურმა რაისის ფოტოზე მინაწერის სახით.
გარდა ამისა, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ რაისის დელეგაციის წევრები, რომელთა შორის იყო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი და აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი მალიქ რახმატი.
Press TV ირანის წითელი ნახევარმთვარის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ “არ არსებობს იმის ნიშნები, რომ პრეზიდენტის ბორტზე გადარჩენილები არიან”.
მედია იტყობინება, რომ ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა.
მედია იტყობინება, რომ ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომლის ორგანიზებასაც სპეციალური საბჭო უზრუნველყოფს, ირანის პრეზიდენტის მოვალეობებს 50 დღის განმავლობაში პირველი ვიცე-პრემიერი შეასრულებს.