ბელგოროდი მორიგი სარაკეტო იერიშის სამიზნე გახდა.
როგორც ქალაქის მერმა, ვალენტინ დემიდოვმა ტელეგრამში დაწერა, დარტყმა საცხოვრებელ რაიონზეა მიტანილი.
დაშავდა ერთი ქალი.
ამავე დროს, ცხრა მაღალსართულიან კორპუსში 21 ბინაში მინებია ჩამსხვრეული, სამ კერძო სახლში დაზიანებულია სახურავი, დაზიანდა, ასევე, სკოლის ფასადი. დაზიანდა ექვსი ავტომობილი.
გუბერნატორ ვიტალი გლადკოვის ინფორმაციით, ბელგოროდსა და ბელგოროდის რეგიონზე რამდენიმე საჰაერო სამიზნეა ჩამოგდებული.
განადგურდა 25 რეაქტიული სისტემის RM-70 Vampire-ის ჭურვი.