მამუკა მდინარაძე: არჩევნების შემდეგ აღარ იქნება რუსული კანონი, გაუნათდება ყველას გონება და ყველა მიხვდება, რომ ქართულია?

,,ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ ბრიფინგს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

,,სალომე ზურაბიშვილმა, ვეტოს დავადებ, მაგრამ მანიპულაციებში და მაგ თამაშში არ შევალ, შენიშვნების იმედი ნუ გექნებათ, უბრალოდ რუსულიაო.

მეორე საოცრებაც თქვა, საოცრება, რომელსაც რეალურად აღიარება ქვია – ამოქმედება გადაიტანეთ არჩევნების შემდეგო, ანუ, მანამდე მაგ გაუმჭვირვალე ფულით იქნებ რამენაირად დაგამხოთო – ეს თქვა ფაქტიურად.

P. S. არჩევნების შემდეგ აღარ იქნება რუსული კანონი, გაუნათდება ყველას გონება და ყველა მიხვდება, რომ ქართულია? მთავარია არჩევნების მერე ამოქმედდესო, “პრეზიდენტმა”…,-წერს მდინარაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა: „ნამდვილად წარმოვადგენ ვეტოს, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევალ და თამაშს არ დავიწყებ, ჩემი იმედი ნუ გექნებათ! – გადაიტანეთ ამ კანონის ამოქმედების ვადა 1-ელი ნოემბრისთვის“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები