გია აბაშიძე – პრემიერმინისტრის ღია წერილზე: ეს მიმართვა უნდა შეიგნოს ყველა საღად მოაზროვნემ, ვისაც არ უნდა, რომ ასოცირებული იყოს “ნაცრადიკალების” უბოროტეს, ტოტალიტარულ სექტასთან

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გულწრფელი ახალგაზრდებისთვის გამოქვეყნებულ ღია წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ანალიტიკოსის განცხადებით, გასაგებია, რომ ზოგიერთ ახალგაზრდას ასაკის გამო ხელისუფლებასთან დაპირისპირება აქვს აკვიატებული, თუმცა, მომავალი თაობა რადიკალების მარიონეტებად არ უნდა იქცეს.

“პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ეს მიმართვა უნდა შეიგნოს ყველა საღად მოაზროვნემ, ვისაც არ უნდა, რომ პირდაპირ თუ ირიბად ასოცირებული იყოს “ნაცრადიკალების” უბოროტეს, ტოტალიტარულ სექტასთან.
გასაგებია, ზოგიერთ ახალგაზრდას, ასაკის გამო, ხელისუფლებასთან დაპირისპირების აკვიატება ამოძრავებს ხოლმე, მაგრამ ჩვენი მომავალი თაობა არ უნდა იქცეს ნაცრევანშისტების მარიონეტებად და ვერაგულად გამოსაყენებლებად”, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები