პოლიციელებმა ბლოგერი უჩა აბაშიძე, სავარაუდოდ, დააკავეს.
ადვოკატის, გიორგი მახარაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.
„უკვე დაკავებული ადამიანი ჩამოჰყავდათ სახლიდან, მაშინ აგვიშვეს ჩვენ. დაცვის უფლება უჩა აბაშიძეს უკვე დარღვეული აქვს“, – განაცხადა აბაშიძის ადვოკატმა.
პოლიცია ბლოგერის სახლში რამდენიმე საათის წინ შევიდა.