ზურაბ ქადაგიძე – ოპოზიციას: შვილებს ეხებიან უკვე და თქვენ ძალიან მოგწონთ, რადგან თქვენ თვითონ ხართ ამ ბოროტების სათავე და ქომაგი!

„ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე, რომელიც ცდილობს ქართულ საზოგადოებაში ფეხი მოიკიდოს და ნორმად იქცეს!“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და ამით სოციალურ ქსელში  პარლამენტარ დიმიტრი სამხარაძისთვის მისი შვილის მიმართ მუქარას გამოეხმაურა.

ზურაბ ქადაგიძე მუქარის ასეთ ფორმას, როცა ადრესატები შვილები არიან, ამაზრზენ ფაქტად აფასებს და დასძენს, რომ მსგავსი სიმდაბლე ქართულ საზოგადოებაში ნორმად არ უნდა იქცეს. სწორედ ამიტომ, ძალა (ნაციონალური მოძრაობა), რომელიც ამ გზავნილების უკან დგას, ქადაგიძის აზრით, უნდა ამოიძირკვოს.

„ეს როგორ იკადრეთ თქვე ნაძირალებო?!

ყველა ზღვარი მოშალეთ აბსოლუტურად და ახლა პასუხს რომ გაგცემენ, პოლიტიკურიაო იტყვით?!

ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე, რომელიც ცდილობს ქართულ საზოგადოებაში ფეხი მოიკიდოს და ნორმად იქცეს!

ამაზე ამაზრზენი რამ არც მინახავს და არც გამიგია.

უნდა გადაშენდეს ეს სექტა, როგორც სახადი, ავადმყოფობა.

ახლა სად არის ძაან-კრიტიკული მედია და უფლებადამცველები?!

შვილებს ეხებიან უკვე და თქვენ ძალიან მოგწონთ, რადგან თქვენ თვითონ ხართ ამ ბოროტების სათავე და ქომაგი!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები