საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 6 პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
გამჭვირვალობის შესახებ სადავო კანონპროექტის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე ექვსივე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
მათგან ერთს გამოძიება აქციების მიმდინარეობისას პოლიციელზე თავდასხმას, ხოლო ხუთს კი სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება.
აქტივისტების ნაწილს უკვე ესაუბრნენ ადვოკატები.
ბრალის წარდგენის პროცედურების შემდეგ, სასამართლო სხდომები დაინიშნება, სადაც დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და არ სურს საჯაროდ პოზიციის დაფიქსირება.
რაც შეეხება დანარჩენ ხუთ დაკავებულს, ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს, ნაწილი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.