ლადო აფხაზავაზე თავდასხმაში ბრალდებულს 4000-ლარიანი გირაო შეეფარდა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავაზე თავდასხმაში ბრალდებულ პირს 4000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო – 4000 ლარი მოითხოვა, რაც მოსამართლე ია ბარამიძემ დააკმაყოფილა.
გარდა ამისა, თავდასხმაში ბრალდებულს ლადო აფხაზავასა და მის თანმხლებ პირთან მიახლოება და ყველანაირი სახის კომუნიკაცია აეკრძალა.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ, ლადო აფხაზავას თავს 5 მაისს დაესხნენ.