იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: სამხედრო მასალა, რომელსაც ჩვენ ვაგზავნით, განკუთვნილია მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად

იტალიის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ქვეყნის საზღვრებში, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანმა განაცხადა.

„მთელი სამხედრო მასალა, რომელსაც ჩვენ ვაგზავნით, განკუთვნილია მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად. ჩვენ არ ვაძლევთ მათ სამხედრო მასალას, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს უკრაინის საზღვრებს გარეთ. ჩვენ არ ვართ ომში რუსეთთან“, – აღნიშნა ტაიანიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები