სენაკში, მკვლელობა მოხდა

სენაკში, მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 25 წლის მამაკაცი და დაჭრილია ორი, 30 წლამდე პირი. გავრცელებული ცნობით, სამივე პირი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ერთი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა. შემთხვევა გორის ქუჩაზე, გვიან ღამით მოხდა.

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, მომხდარს წინ “საქმის გარჩევა” უძღოდა.

“ათასნაირ ვერსიებს ლაპარაკობენ. ყოველ შემთხვევაში ფაქტი ის რაც მოხდა, არის ძალიან სამწუხარო. ერთი ძმა არის გარდაცვლილი, მეორე დაჭრილია, როგორც ვიცი და საქმის გარჩევა იყოო რაღაც, არ ვიცი. ზუსტად დეტალები არ ვიცი, რაში იყო საქმე და რისი გარჩევა იყო… მათი სახლის წინ მოხდა ეს ფაქტი. მკვლელობის იარაღები ამოღებულიაო იძახიან, მაგრამ დაკავებულები ჯერ არ არიან. ძიება მიდის…ცნობილია ვინც იყოო და ვერ გეტყვით,” – ამბობს ადგილობრივი ერთ-ერთ ტელევიზიასთან საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები