თბილისში 11 მაისს „ევროპის მარში“ სამ ლოკაციაზე გაიმართება

თბილისში 11 მაისს „ევროპის მარში“ სამ ლოკაციაზე გაიმართება.

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანსა და მეტრო 300 არაგველთან შეიკრიბებიან, საიდანაც მარშით ევროპის მოედნისკენ დაიძვრებიან.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, სამივე მარში 19:00 საათზე დაიწყება.

„ევროპის მარში – ევროპის კვირაში. 11 მაისს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით 3 ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანი; მარჯანიშვილის მოედანი; მეტრო 300 არაგველი.

სამივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძვრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები