სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსა და IDFI-ის დირექტორზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორ გიორგი კლდიაშვილზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 154-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს თავს დაესხნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები