რისგან ჩნდება თრომბი?

თრომბი საკმაოდ საშიში დაავადებაა, რომელიც შესაძლოა გულის შეტევის ან ინსულტის მიზეზი გახდეს. არტერიების მეშვეობით ჟანგბადით მდიდარი სისხლი გულიდან სხეულის ყველა უჯრედამდე აღწევს და ისინი ჟანგბადით მდიდრდებიან. არტერიებში სისხლის კოლტების და თრომბების გაჩენა კი გულის, ფილტვებისა და ტვინის უჟანგბადობას იწვევს, რაც სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია. თრომბები ასევე შეიძლება ვენებშიც გაჩნდეს, სისხლძარღვებში, რომელთა მეშვეობითაც სისხლი უკან გულს უბრუნდება.

მისი გამომწვევი მიზეზებია:

● სისხლძარღვთა კედლების დაზიანება;
● სისხლის ნაკადის შენელება;
● ქვედა კიდურების ვენების დაავადებები;
● უმოძ­რაობა;
● ძვლების მოტეხილობა;
სისხლის შედედებისა და სიბლანტის მატება.

არსებობს გარკვეული ნიშნები, რომლებსაც სიფრთხილითა და ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. მაგალითად, თრომბი, რომელიც გულის შეტევის მანიშნებელია, შემდეგი სიმპტომებით ვლინდება:

● ძლიერი ტკივილი მკლავსა და გულ-მკერდის არეში;
● ოფლიანობა;
● სუნთქვის გაძნელება.

ამ დაავადების პრევენციისა და პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, ფიზიკური აქტივობა, ფეხით სიარული, წონის კორექცია და სწორი კვება. გარდა ამისა, მკურნალობის პროცესში ეფექტურია ანტითრომბული წინდების გამოყენება. ეს პროდუქტი ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. მათ იყენებენ, როგორც თრომბოზისა და თრომბოემბოლიის საპროფილაქტიკოდ, ასევე წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები