გოგა ხაინდრავა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი FARA-ს კანონზე საჯაროდ უტიფრად ტყუის!

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას ეხმაურება:

“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი FARA-ს კანონზე საჯაროდ უტიფრად ტყუის!
ეს არ არის პირველი შემთხვევა!
როდესაც ჰეგემონი სახელმწიფო ცრუპენტელობას
იწყებს და მსოფლიოს დასაცინი ხდება! ეს მისი პოლიტიკური გავლენების კრახის
მომასწავლებელია!”, – წერს ხაინდრავა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკული „ფარა“ ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები