საერთაშორისო აქტორები საკუთარი ქვეყნის მაგალითზე ამბობენ, რომ გამჭვირვალობა თანამედროვე დემოკრატის გამოწვევაა, მაგრამ რატომღაც საქართველოზე ამბობენ, რომ გამჭვირვალობა ჩვენ და ჩვენს დემოკრატიას არ სჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე“ საუბრისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, გამჭვირვალობა ნამდვილად წარმოადგენს გამოწვევას და ერთ-ერთი მექანიზმია იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს დაცული.
„რეალურად, გამჭვირვალობა ნამდვილად წარმოადგენს გამოწვევას თანამედროვე დემოკრატიებისთვის და ერთ-ერთი მექანიზმია იმისთვის, რომ ქვეყანა და სახელმწიფო იყოს დაცული. საზოგადოების ინფორმირებულობა არის ჩვენი მიზანი. ინფორმირებული მოქალაქის რატომ ეშინიათ, როგორც შიდა ასევე გარე აქტორებს, ამას ობიექტური პასუხი ჩვენმა მოქალაქეებმა გასცენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.