თეთრ სახლში აცხადებენ, რომ Al Jazeera-ს დახურვის შესახებ ისრაელის გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერენ

This picture shows a view of the newsroom at the main headquarters of Qatari news broadcaster Al Jazeera in the capital Doha on May 6, 2024. Al Jazeera went off-air in Israel on May 5, after Prime Minister Benjamin Netanyahu's government decided to shut it down following a long-running feud, a move the Qatar-based channel decried as "criminal". (Photo by KARIM JAAFAR / AFP) (Photo by KARIM JAAFAR/AFP via Getty Images)

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს ისრაელის გადაწყვეტილებას Al Jazeera-ს დახურვის შესახებ, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი შემაშფოთებელია.

„დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მუშაობა აბსოლუტურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვანია ინფორმირებული მოქალაქისა და საზოგადოებისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკის შემუშავების პროცესის ინფორმირება. ასე რომ, ჩვენ ამას საერთოდ არ ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.

ამასთან, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, შეერთებული შტატები მხარს უჭერს თავისუფალ პრესას.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ საქმიანობას, რომელსაც ჟურნალისტები და მედია ასრულებენ. საიდუმლო არ არის, რომ წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა უთანხმოება Al Jazeera-სთან, მათ შორის ამ კონფლიქტის გაშუქების გზების ჩათვლით, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ მედიას, რომელიც ახორციელებს თავის ოპერაციებს მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები