შალვა პაპუაშვილი: FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და დავით კეზერაშვილის ტელევიზია – არც ერთი და არც მეორე აღარ არიან საქართველოს „მთავრობის სახელით მოქმედი პირები“

FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და დავით კეზერაშვილის ტელევიზია, ალბათ ეს მაინც არ არის სადავო, რომ არც ერთი და არც მეორე აღარ არიან საქართველოს „მთავრობის სახელით მოქმედი პირები“, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას, რომლის თქმითაც, FARA ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს.

როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, გამჭვირვალობის ქართული კანონი რეგულაციების სიმკაცრით ამერიკულთან ახლოსაც ვერ მივა.

„FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და დავით კეზერაშვილის ტელევიზია „ფორმულა“. ალბათ, ეს მაინც არ არის სადავო, რომ არც ერთი და არც მეორე, ღმერთის წყალობით, უკვე 12 წელია აღარ არიან საქართველოს „მთავრობის სახელით მოქმედი პირები“.

სწორედ ამგვარი ზედაპირულობა და სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში.

გვახსოვდეს, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონი ამერიკულთან ახლოსაც ვერ მივა რეგულაციების სიმკაცრით – არ ეხება ფიზიკურ პირებს, არ ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ა.შ.“ – წერს პაპუაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები