მედიის ცნობით, „ჰამასი“ მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს წყვეტს

„ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტერორისტულმა ორგანიზაციამ მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების შეწყვეტა და კაიროში დელეგაციის დაბრუნების გადადება გადაწყვიტა.

„მოწინააღმდეგე ფრაქციებთან კონსულტაციის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევაჩეროთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები და გადავდოთ დელეგაციის დაბრუნება კაიროში“, – განუცხადა წყარომ კატარის გაზეთ Al-Araby Al-Jadeed-ს.

ამასთან, „ჰამასის“ ხელმძღვანელობამ მიიღო მოწოდებები ეგვიპტელი შუამავლებისგან, რათა თავიდან აიცილონ ესკალაცია და კრიზისის შეკავება სცადონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები