ფაშინიანი პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრება
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია მოსკოვში ხვალ, 7 მაისს არის დაგეგმილი. ის ქვეყნის პრეზიდენტად მეხუთედ ვადით იქნა არჩეული.