ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა, დაკარგულია ათობით ადამიანი (ფოტო/ვიდეო)

ბრაზილიის სამხრეთში, რიუ გრანდე დუ სულის შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი შტატის სამოქალაქო თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტიქიის შედეგად, სავარაუდოდ, 276 ადამიანი დაშავდა, სულ მცირე 111 პირი კი დაკარგულად ითვლება.

გარდა ამისა, წყალდიდობის გამო საკუთარი საცხოვრებლის დატოვება 121 ათას ადამიანს მოუწია.

სტიქიამ 345 მუნიციპალიტეტში 850 000-ზე მეტი ადამიანი დააზარალა, განადგურდა სახლები, გზები და ხიდები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები