რიკარდ იოზვიაკი: ODHIR-ი მოსკოვისა და მინსკის მხარეს დადგა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODHIR) მოსკოვისა და მინსკის მხარეზე დადგა, – ასე აფასებს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ODHIR-ის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნებს არ დააკვირდება.

„ეს ცოტა ყურადღების მიღმა დარჩა. მიზეზი, რის გამოც ODHIR-ი არ დააკვირდება ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებს მომავალ შაბათ-კვირას, არის ის, რომ ლიეტუვამ უარი თქვა ბელორუსისა და რუსეთის „დამკვირვებლებზე“ და ODHIR-ი მოსკოვისა და მინსკის მხარეს დადგა“, – წერს იოზვიაკი X-ზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები