“ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან დრონებს უშვებენ, ბირთვული კატასტროფის საფრთხე არსებობს” – უკრაინის სამხედრო დაზვერვა

რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან დრონებს უშვებენ და სარგებლობენ იმით, რომ უკრაინის უსაფრთხოების და თავდაცვის ძალებს საპასუხო ცეცხლის გახსნა არ შეუძლიათ.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი ჩერნიაკმა განაცხადა.

როგორც გამოცემა “ბაბელთან” საუბარში მან თქვა,  არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთი ბირთვულ რეაქტორებთან კამიკაძე-დრონებს იყენებენ.

“რუსები ელექტროსადგურის ტერიტორიას დრონების გაშვებისთვის იყენებენ, სარგებლობენ იმით, რომ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებს საპასუხო დარტყმის მიყენება არ შეუძლიათ”, – თქვა მან.

როგორც ანდრეი ჩერნიაკი ამბობს, ეს არის აგრესორი სახელმწიფოს მხრიდან ბირთვულ ობიექტზე უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი მოქმედების მტკიცებულება, რომელსაც შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები