რუსმა ოკუპანტებმა ოდესაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს.
ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ იერიშის შედეგად დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, უკრაინის ფოსტის საწყობები.
მისივე ინფორმაციით, დაშავებულია 14 ადამიანი.