რა სკანდალი იმალება სააკაშვილის დაყადაღებული ქონების უკან

რა სკანდალი იმალება დაყადაღებული ქონების უკან, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, ქონება დაყადაღდა 29 აგვისტოს, სააპელაციო სასამართლომ კი ეს გადაწყვეტილება 3 სექტემბერს მიიღო, თუმცა ინფორმაცია 19 სექტემბერს გასაჯაროვდა. როგორც სტატიის ავტორი ვარაუდობს, ინფორმაცია 16 დღე იმალებოდა იმ მიზნით, რომ ის ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე გასაჯაროებულიყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე გამოცემასთან საუბრისას აცხადებს, რომ გაეროში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექსპრეზიდენტის ოჯახის ქონების დაყადაღების გამო საყვედურების მოსმენა მოწევს.
„ამ ვიზიტზე არ იმოქმედებს, მაგრამ ამერიკის შეერთებულ სტატებში მას საყვედურს ნამდვილად ეტყვიან, რაც ქვეყნისთვის ნამდვილად არ არის კარგი“, – ამბობს ბარამიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები