სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა, სადაც განაცხადა, რომ უკრაინის ადგილი ნატოშია

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოუცხადებელი ვიზიტით კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

როგორც მან ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, უკრაინას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრად ხედავს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიევი ალიანსში ივლისის სამიტზე მიიწვიონ, რადგან ასეთი გადაწყვეტილება 32-ვე წევრის მხარდაჭერას ითხოვს.

„დარწმუნებული ვარ, უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია. ჩვენ ვმუშაობთ, რომ უკრაინა გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად, გვჭირდება ყველა მოკავშირის თანხმობა, გვჭირდება კონსენსუსი, არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ 32-ვე წევრის თანხმობა. არ ველოდები, ივლისის სამიტამდე ასეთი შეთანხმება გვქონდეს. მაგრამ ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვაახლოებთ უკრაინას წევრობასთან და ვაახლოებთ იმ დღეს, როდესაც უკრაინა ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები