რატი იონათამიშვილი: შეშინებულ ოპოზიციას ვურჩევდი, ასეც ნუ გამოხატავენ იმას, რომ არიან დამფრთხალნი

ამ შეშინებულ ოპოზიციას ვურჩევდი, ასეც ნუ გამოხატავენ იმას, რომ არიან დამფრთხალნი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„თუ არ უნდათ და მართლაც ასე ეშინიათ სხდომაზე მოსვლის და მონაწილეობის, ნუ მოვლენ. ესეც მათი არჩევანია. თუ მოვლენ, ცხადია, მათთვის მძიმე შედეგებით დასრულდება, ვინაიდან მათ არ აქვთ უნარი იმის, რომ შემოვიდნენ დისკუსიაში და აქამდეც ვნახეთ, ყველა მათი ასეთი მცდელობა როგორი კრახით სრულდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს განხილვა და მნიშვნელოვანია, რომ სასესიო კვირაში, მეორე მოსმენით დასრულდეს ეს პროცესი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები