დავით კაჭარავა: ვფიქრობ, რომ ამ რეზოლუციასაც არანაირი ძალა არ აქვს

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით კაჭარავა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

„ერთი მხრივ ისინი საუბრობენ და ეწევიან პროპაგანდას, რომ საქართველოში ახალგაზრდები მოითხოვენ ხელისუფლებამ ევროკავშირის გზას არ გადაუხვიოს და რომ ისინი უმრავლესობა არიან და ვეთანხმები, რომ საქართველოს უმრავლესობას გადაწყვეტილი აქვს ჩვენი ქვეყანა ევროპის გზით წავიდეს. მაგრამ ასევე, საქართველოს უმრავლესობას გადაწყვეტილი აქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდა არ არის მიღებული. ამიტომ ისინი თავის თავთან მოდიან წინააღმდეგობაში. ვფიქრობ, რომ ამ რეზოლუციასაც არანაირი ძალა არ აქვს, როგორც ჩვენ გვახსოვს წინამორბედი რეზოლუციები. ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას“, – აღნიშნა კაჭარავამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები