ბუზესკუ – მილიონერ ბოშათა სოფელი

რუმინეთში, ბუქარესტის მახლობლად, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი სოფელი, ბუზესკუ მდებარეობს. აქ, დაახლოებით, 800 სახლია და თითოეულის ფასი 2-დან 30 მილიონ დოლარამდეა. ამ სოფელს ბოშათა ბევერლი-ჰილზსაც ეძახიან. აქ მილიონერი ბოშები ცხოვრობენ, რომელთა ყოველდღიურობაც National Geographic-ისთვის ფოტოგრაფ სებასტიან კუველიემ გადაიღო.

რუმინელი ბოშების „მეფეს“, ფლორიან ჩიოაბას (ეს ტიტული მამისგან ერგო) წელიწადში 50-80 მილიონ ევრომდე შემოსავალი აქვს. მის კლანს 300-მდე ოჯახი ეკუთვნის.

„მეფის“ და მისი კლანის ჯამური შემოსავალი წელიწადში 300-400 მილიონ ევროს უტოლდება. იგი მოიცავს ჩვეულებრივი ბოშების შემოწირულობებს, სიგარეტის კონტრაბანდას რუმინეთიდან დასავლეთ ევროპაში, სასტუმროს ბიზნესსა და ვაჭრობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები