ნიკოლოზ მეტრეველი:  “მინდა, ჩემს კოლეგებს,  აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს ვთხოვო, ხვალინდელ  საყოველთაო შეკრებაში  აქტიურად ჩაერთონ”

“მინდა, ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს  ვთხოვო, ხვალინდელ  საყოველთაო შეკრებაში  მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთონ”- ამის შესახებ ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მეტრეველმა ხვალ,
29 აპრილს “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ საყოველთაო  შეკრებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

“მინდა, ხვალინდელ საყოველთაო შეკრებაზე ვისაუბრო. მე, პირადად, ვთვლი, რომ ეს მარტო “ქართული ოცნების” მხარდამჭერების შეკრება არაა,  ეს  დიდი საზოგადოებრივი ერთიანობის დღეა.  სწორედ აქედან გამომდინარე,   პირველ რიგში, მინდა, ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, ყველას ვთხოვო, ამ საყოველთაო შეკრებაში  მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთონ   და მონაწილეობა მიიღონ.  ჩვენი საზოგადოების,  განსაკუთრებით ახალგაზრდების  ინფორმირება დღეს თითოეული განათლებული ადამიანის, პედაგოგის, ლექტორის,  მეცნიერის ვალია. მეორე მხრიდან  საშინელი სიცრუის, ბოროტების ნიაღვარი მოედინება,  რასაც სწორედ განათლებული ხალხი თავიანთი ჩართულობით,  აქტიურობით უნდა დაუპირისპირდეს. დღეს  ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, თუ რა რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი სამშობლო.  თითოეული ადამიანის ჩართულობა და ინფორმირება მნიშვნელოვანია. მინდა, განსაკუთრებით იმ ხალხს,  ვისთან ერთადაც 2012 წელს ვიბრძოდი, ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, ვინც სამეცნიერო სფეროშია , ვთხოვო,  ინფორმირება რაც შეიძლება  აქტიურად მოახდინონ და ხვალინდელ აქციას შემოუერთდნენ.

ამავე დროს ხაზგასმით მინდა, ვთქვა,  რომ ჩემი კოლეგების ბულინგი ხდება.  საუბარია იმაზე, რომ, თითქოს, ვიღაცა ვიღაცას   აქციაზე ძალით ეპატიჟება. მაგალითად, ამაზე  სამარცხვინო, კორუმპირებული გიგი უგულავა საუბრობს.  არავის   დაშინება,   ძალით მოყვანა არ ხდება. “ქართულ ოცნებას” ეს არასდროს სჭირდებოდა.  2012 წლიდან  ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” ერთ დაძახილზე ყოველთვის ასობით ათასი ადამიანი  იკრიბებოდა. ხვალაც უამრავი ღირსეული ადამიანი შეიკრიბება, ამ ბოროტ ძალებს ქვეყნის შიგნით,   თუ გარეთ  ძალიან მკაფიო პასუხს ეტყვის. საქართველოს უნდა ევროკავშირი, მაგრამ  ევროკავშირში  ღირსებით შესვლა გვინდა  და არა ცალ  ფეხზე  დგომით, როგორც ამას მავანი მოგვიწოდებს. კიდევ ერთხელ, ყველას მინდა, მაქსიმალური  ჩართულობა, ჩვენი საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება ვთხოვო. “- განაცხადა მეტრეველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები