“ამაყები შეგვიძლია, ვიყოთ პრემიერის გამო, რომელიც ლიდერია ჩვენი ქვეყნის; მას აქვს უნარი, არ იყოს მძევალი იმ არასრულფასოვნების კომპლექსის, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობს ვიღაც ვაშაძე, სააკაშვილი, თუ გვარამია” – სარჯველაძე

“ამაყები შეგვიძლია, ვიყოთ პრემიერის გამო, რომელიც ლიდერია ჩვენი ქვეყნის. ამ კაცს აქვს უნარი, არ იყოს მძევალი იმ არასრულფასოვნების კომპლექსის, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობს ვიღაც ვაშაძე, სააკაშვილი, თუ გვარამია”, – განაცხადა “ქრონიკასთან” საუბრისას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

„გუშინ სამი ქალბატონის სრულიად უზნეო გამოხტომას ჰქონდა ადგილი როდესაც პრემიერს ხვდებოდნენ. იქ რომელიმემ არგუმენტი მოისმინეთ რამე? ტყუილების კორიანტელი იყო მარტო და სწორი შეფასებები ითქვა IQ-სთან, კულტურასთან და ზნეობასთან დაკავშირებითაც. ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო პრემიერის მხრიდან სრული კეთილგანწყობა საიმისოდ, რომ თუ ვინმეს რეალური არგუმენტი აქვს, რა თქმა უნდა, ამაზე მზად ვართ მსჯელობა გავმართოთო. ეს არის პასუხისმგებლობით აღვსილი პოლიტიკოსის განცხადება. ამაყები შეგვიძლია ვიყოთ ამ კაცის [პრემიერის] გამო, რომელიც დღეს უძღვება, ლიდერია ჩვენი ქვეყნის. ამ კაცს აქვს უნარი, რომ ეროვნული, პატრიოტული შეგრძნებები დააყენოს ყველაზე მაღლა და არ იყოს მძევალი იმ არასრულფასოვნების კომპლექსის, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობს ვიღაცა ვაშაძე, სააკაშვილი, თუ გვარამია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები