პუტინი აცხადებს, რომ მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის (RSPP) ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს.

„მე ვგეგმავ ვიზიტს მაისში [ჩინეთში]“, – აღნიშნა კრემლის ლიდერმა.

როგორც რუსული მედია იუწყება, ყრილობის ერთ-ერთმა მონაწილემ რუსეთის პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, რომ ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს ნიკოლაი  ჩერნიშევსკის რომანი „რა ვაკეთოთ?“ გადასცენ, რადგან, მისი თქმით, სი ძინპინმა ადრე განაცხადა, რომ ეს რომანი მის საყვარელ ნაწარმოებებს შორისაა.

„ამ წიგნს აუცილებლად წავიღებ თან და ჩვენს მეგობარს გადავცემ. ის არის ძლიერი ლიდერი და ნამდვილი ადამიანი. ხუმრობას თავი დავანებოთ, მაგრამ მართლა, თუ მას ეს წიგნი უყვარს, სიამოვნებით გადავცემ“,- განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები