აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან დაბრუნდნენ და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

მანამდე ისინი მსვლელობით ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ხოლო შემდგომ მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებოდნენ.

ახალგაზრდები აცხადებენ, რომ პროტესტს იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღეს. აღნიშნულ კანონპროექტს რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ და მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები