პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს

საქართველოს პარლამენტთან შეკრებილმა ახალგაზრდებმა, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს.

მანამდე საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმყოფებოდნენ.

ახალგაზრდები აცხადებენ, რომ პროტესტს იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე ხელისუფლება უკან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღეს. აღნიშნულ კანონპროექტს რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ და მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები