დავით მათიკაშვილი: საქართველომ ისტორიულ ქარტეხილებს იმით გაუძლო, რომ ერს შეეძლო, სწორად გაეცა პასუხი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისათვის
„საქართველოს მუდმივად ჰქონდა გამოწვევები. იყო გარკვეული პრობლემები, რომლებსაც ქართველი ხალხი ადეკვატურად უმკლავდებოდა, პასუხობდა ამ გამოწვევებს და ხშირად დასმულ კითხვაზე – რამ გადაგვარჩინა, როგორ მოვედით აქამდე ამხელა ისტორიულ ქარტეხილებში, არის გარკვეულწილად პასუხიც, რომ შეგვეძლო სწორად გაგვეცა პასუხი იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც ჩვენს წინაშე იყო”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ბათუმში.