რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ვალდებული არიან, დაგმონ არა მხოლოდ რეზოლუცია, არამედ მისი ავტორები

მმართველი გუნდის წევრი რატი იონათამიშვილი „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებულ რეზოლუციას ეხმაურება.

“ევროპარლამენტის ოდიოზურმა ჯგუფმა, ფაქტობრივად, დააინიცირა რუსული რეზოლუცია, სადაც საუბარია, თითქოს აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და სხვა პუნქტებში საქართველოს დასანქცირებაზე საუბრობენ. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ვალდებული არიან, დაგმონ არა მხოლოდ რეზოლუცია, არამედ მისი ავტორები. თუ ამას არ გააკეთებენ, ეს იქნება აღიარებითი ჩვენება, რომ რადიკალური ოპოზიცია არის რუსული ოპოზიცია და ისინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მოქმედებენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, რეზოლუციის პროექტში, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით „ევროპის სახალხო პარტიამ“ შეიმუშავა და რომელიც ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული, ნათქვამია, რომ „ქართული კანონპროექტი რუსულის მიხედვით შეიქმნა და ასეთივე კანონმდებლობა ცოტა ხნის წინ ყირგიზეთსა და აფხაზეთში მიიღეს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები