თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციონერი აქტივისტები, რომლებმაც გაურკვეველი მისიით ფიცი დადეს და დიდი ილიას სიტყვებიდან სარწმუნოება ამოიღეს, როგორც ჩანს, პრობლემას ვერ ხედავენ – ასე უწყინარი ჩასწორებებით ხდება აზრის ფორმირება და ერის კულტურული გადაგვარება
„ოპოზიციონერი აქტივისტები რომლებმაც შემდეგი შინაარსით – “ენა, მამული, ერთობა” გაურკვეველი მისიით ფიცი დადეს და დიდი ილიას სიტყვებიდან სარწმუნოება ამოიღეს, როგორც ჩანს, ამაში პრობლემას ვერ ხედავენ. სინამდვილეში პრობლემა კი ძალიან დიდია, რადგან ოდითგანვე ქართველი და ქრისტიანი ერთი შინაარსის მატარებელი იყო.”-წერს „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.