„პოლონეთში მუდმივ საფუძველზე ნატოს ბირთვული ობიექტების განთავსება რუსეთის სამიზნე გახდება“ – სერგეი რიაბკოვი

პოლონეთის ტერიტორიაზე ნატო-ს ქვეყნების ბირთვული ობიექტების მუდმივ საფუძველზე განთავსება, რუსეთის სამხედრო სამიზნე გახდება.

ამის შესახებ TASS-ს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განუცხადა.

„რა თქმა უნდა, ნატო-ს ერთობლივი ბირთვული მისიების პრაქტიკის გაფართოება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გახდება ის ქვეყანა ან ქვეყნები, რომლებიც შესაძლოა, ამ პრაქტიკაში მონაწილეებს შეუერთდნენ, დესტაბილიზაციის ხასიათს ატარებს. ფაქტობრივად კი ეს საფრთხის შემცველია“,- განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

დიპლომატი მიიჩნევს, რომ რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს ქვეყნების ერთობლივი ბირთვული მისიების მიახლოება, რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხეებს ზრდის.

„არ ვსაუბრობ, მუდმივ განლაგებაზე, რაზეც ვარშავაში „ცხელი თავები“ საუბრობენ. ამიტომ, ყველა იმ პოლიტიკოსმა, რომელიც პირადი მიზეზით, ენთუზიაზმით განიხილავს ასეთ სქემას პოლონეთში და მის ფარგლებს გარეთ, უნდა გაიგოს, ამ მიმართულებით ცვლილებები პოლონეთს უსაფრთხოებას ვერ შემატებს და შესაბამისი ობიექტები კი აუცილებლად გახდება სამიზნე. ჩვენს სამხედრო დაგეგმარებაში ისინი წინა პლანზე აღმოჩნდებიან“, – აღნიშნა რიაბკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები